ავტორებს

მასალის ტიპები

სრული მოცულობის სტატიები, ცხრილების გარეშე, არ უნდა იყოს 10.000 სიტყვაზე მეტის. მოკლე ანგარიშები კი - 5000 სიტყვაზე მეტი მოცულობის.

საკონტაქტო ინფორმაცია წარდგენისთვის

სტატიების წარდგენა „მულტილინგვური განათლების საერთაშორისო ჟურნალისთვის“ წარმოებს ონლაინ რეჟიმში, ჟურნალის ვებგვერდის მეშვეობით: http://www.bilingualeducation.ge/eng/contact/.
ავტორები, რომლებსაც არ შეუძლიათ წარმოადგინონ ელექტრონული ვერსია ან აქვთ სხვა გარემოებები, რომ თავი აარიდონ ონლაინ წარდგენას, უნდა დაუკავშირდნენ ჟურნალის რედაქციას, რათა რედკოლეგიის წევრებმა განიხილონ ალტერნატიული შესაძლებლობები: bilingualeducation@cciiir.ge


სტატიის წარდგენა და დეკლარაცია

სტატიის წარდგენა გულისხმობს, რომ: ნაშრომი არ გამოქვეყნებულა მანამდე (აბსტრაქტის ფორმის გარდა, ან როგორც გამოქვეყნებული ლექციის ნაწილი, აკადემიური თეზისი ან როგორც ელექტრონული „შავი მასალა“) და არ არის გათვალისწინებული, რომ ნაშრომი სადმე გამოქვეყნდეს;
პუბლიკაციის გამოქვეყნებაზე უფლება დადასტურებული უნდა იყოს ყველა ავტორისა და პასუხისმგებელი პირის მიერ, იქ, სადაც ნაშრომი შესრულდა;
სტატიის მიღების/დამტკიცების შემთხვევაში, ის არ გამოქვეყნდება არსად, არც იმავე ელექტრონული ფორმით, არც ინგლისურად ან სხვა რომელიმე ენაზე და არც საავტორო უფლების მფლობელების წერილობითი თანხმობის გარეშე.


ცვლილებების შეტანა ავტორობაში

ეს წესები ეხება ხელნაწერის ავტორთა სიაში ცვლილებების შეტანას: სახელების შეცვლას, გადანაცვლებას, ამოღებას და ა.შ.

სანამ ხელნაწერი გამოქვეყნდება ონლაინ გამოცემაში: თხოვნა, რომ დაამატონ ან ამოიღონ ავტორი, ან რომ სხვა თანმიმდევრობით დაალაგონ ავტორთა სახელები, უნდა გაიგზავნოს ჟურნალის მენეჯერთან მიღებული სტატიის საკონტაქტო ავტორის მიერ და უნდა შეიცავდეს: 1) მიზეზს, თუ რატომ უნდა დაემატოს ან ამოღებულ იქნეს ავტორის სახელი, ან დალაგდეს ხელახლა ავტორების სახელები და 2) ყველა ავტორის წერილობით დასტურს (ელექტრონული ფოსტა, ფაქსი, წერილი), რომ ისინი ეთანხმებიან ზემოაღნიშნულ ცვლილებას.

სტატიაში ავტორების დამატება ან სტატიიდან მათი ამოღება ხდება ამავე ავტორების თანხმობით. თხოვნები, რომლებიც არ არის გამოგზავნილი შესაბამისი ავტორის მიერ, ჟურნალის მენეჯერის მიერ გადაგზავნილი იქნება ამ ავტორთან, რომელიც უნდა მიჰყვეს ზემოთაღწერილ პროცედურას. საყურადღებოა, რომ 1) ჟურნალის მენეჯერი ნებისმიერი მსგავსი თხოვნის შესახებ შეატყობინებს ჟურნალის რედაქტორებს და რომ 2) ხელნაწერის ონლაინ გამოცემა შეჩერებულია ავტორობის თახმობამდე.

ხელნაწერის ონლაინ გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ თხოვნაზე, სტატიაში ავტორების სახელების დამატების, ამოღების ან გადაადგილებისა შესახებ, გავრცელდება იგივე წესები, რომლებიც ზემოთ არის აღნიშნული.

საავტორო უფლება

სტატიის მიღების შემდეგ, ავტორებმა უნდა შეავსონ „ჟურნალის გამოქვეყნების შესახებ შეთანხმება“, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელების ყველაზე ფართო შესაძლებლობას. საკონაქტო ავტორს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნება ხელნაწერის მიღების დამადასტურებელი ქვითარი „ჟურნალის გამოქვეყნების შესახებ შეთანხმების“ ფორმასთან ან ამ დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად. ხელმომწერებმა, თავიანთ დაწესებულებებში, შიდა ტირაჟისათვის, შეიძლება გაავრცელონ სტატიების შინაარსი ან მოამზადონ სტატიების სია აბსტრაქტების ჩათვლით. დაწესებულების გარეთ, სტატიის გაყიდვის, დისტრიბუციისა და ყველა სხვა სამუშაოსთვის, თარგმანების და კომპილაციების ჩათვლით, გამომცემლის ნებართვა სავალდებულოა. თუ სტატიაში ტექსტები სხვა საავტორო უფლებებით დაცული ნაშრომიდან არის ჩართული, მაშინ ავტორმა(ებმა) უნდა მიიღოს წერილობითი ნებართვა საავტორო უფლებების მფლობელებისგან და მიუთითონ წყარო(ები) სტატიაში.


საავტორო უფლებები

როგორც ავტორი თქვენ (ან თქვენი დამსაქმებელი ან დაწესებულება) იცავთ გარკვეულ უფლებებს.;


დამფინანსებელი წყაროს როლი

თქვენ მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ, თუ ვინ გიწევთ ფინანსურ მხარდაჭერას კვლევის ჩატარებისთვის და/ან სტატიის მომზადებისთვის და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოკლედ აღწეროთ დამფინანსებლის(ების) როლი კვლევის დიზაინში, მონაცემების შეგროვებაში, ანალიზსა და ინტერპრეტაციაში; ასევე მისი როლი ანგარიშის დაწერასა და გადაწყვეტილებში, რომ გადასცეთ სტატია გამოსაქვეყნებლად. თუ დამფინანსებელი წყარო(ები) არ არიან ჩართულნი ამ ყველაფერში, მაშინ ეს უნდა აღნიშნოთ.

ღია ხელმისაწვდომობა

ჟურნალი ხელმისაწვდომი იქნება პროექტის „მასწავლებლის მულტილინგვური განათლების პროგამის განვითარება და დანერგვა საქართველოსა და უკრაინაში“ პარტნიორი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ჟურნალის სხვა გამომწერები კი შეიძლება შემოწმდნენ ჟურნალის სტატიებზე წვდომისთვის.

ენა ( გამოყენება და სარედაქციო მომსახურება)

გთხოვთ, ტექსტი დაწეროთ კარგი ინგლისურით (ამერიკული ან ბრიტანული ინგლისურით, მაგრამ არა მათი ნარევი). ავტორებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ინგლისურენოვან ხელნაწერს სჭირდება რედაქტირება, რომ გამოირიცხოს შესაძლო გრამატიკული ან მართლწერის შეცდომები და ტექსტები სამეცნიერო ინგლისური ენაზე შესწორდეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიყენონ ინგლისური ენის რედაქტირების მომსახურეობა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთეიერთობების ცენტრში(CCIIR).

შერჩეული სტატიებს თარგმნა ქართულ/ინგლისურ/უკრაინულ ენებზე მოხდება ტემპუსის ერთობლივი პროექტის DIMTEGU-მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში ფარგლებში. პროექტის ნომერი

 530360-TEMPUS-1-2012-1-GE-TEMPUS-JPCR)

 

სტატიის განთავსება

ჟურნალში სტატიის განთავსება სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. თქვენ მოგეცემათ ინსტრუქციები ყველა ეტაპზე, მასალების შექმნისა და ატვირთვის ჩათვლით. სისტემა ავტომატურად გარდაქმნის წყაროს ფაილებს სტატიის ერთ PDF ფაილად, რომელიც გამოიყენება განხილვის პროცესში. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერის წყაროს ფაილები დარდაიქმნა PDF ფაილად, დადასტურების შემდეგ, ეს წყარო ფაილები საჭიროა მომდევნო პროცედურებისთვის. ყველა კორესპონდენცია, რედაქტორის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და შესწორებებზე მოთხოვნების ჩათვლით, წარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.


კომპიუტერული პროგრამის გამოყენება


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტექსტი ერთსვეტიან ფორმატში იყოს მოცემული. ეცადეთ, რომ ტექსტის ფორმატირება იყოს რაც შეიძლება სადა. გადატვირთული დაფორმატებული კოდები შეიცვლება სტატიის რედაქტირების დროს. განსაკუთრებით არ გამოიყენოთ ვორდის ფუნქცია ტექსტის დამოწმებისა და სიტყვების დეფისით წერისას. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა: სიტყვების გამუქება, დახრა, ხაზის გასმა და ა.შ. ანუ ისეთი ფუნქციები, რომლებიც კონკრეტულ სიტყვებს ან წინადადებებს გამოკვეთს, უფრო თვალსაჩინოს ხდის. ცხრილების გაკეთებისას (თუ იყენებთ ცხრილის ბადეს) გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ბადე თითოეული ცხრილისთვის და არა თითოეული რიგისთვის ცალ-ცალკე. თუ ცხრილში ბადე არ არის გამოყენებული, სვეტების გასწორებისას, გამოიყენეთ tabs და არა მანძილები. ელექტრონული ტექსტი უნდა მომზადდეს ამ პირობითი ხელნაწერის მსგავსად.


სტატიის სტრუქტურა

ქვედანაყოფები-დანომრილი პარაგრაფები

დაყავით თქვენი სტატია მკაფიოდ განსაზღვრულ და დანომრილ პარაგრაფებად. ქვეპარაგრაფები შეიძლება დაინომროს ასე: 1.1 (შემდეგ 1.1.1, 1.1.2, ...), 1.2, ა.შ. (აბსტრაქტი არ შედის პარაგრაფულ დანომრვაში). გამოიყენეთ ამგვარი ნუმერაცია ასევე შიდა ნუმერაცია; ნებისმიერ ქვეპარაგრაფს შეიძლება ჰქონდეს მოკლე სათაური. თითოეული სათაური ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი.


შესავალი

განსაზღვრეთ ნაშრომის მიზანი და აღწერეთ ნაშრომის დაწერის მიზეზები. თავი აარიდეთ ლიტერატურის დეტალურ მიმოხილვასა და შედეგების შეჯამებას.

მეთოდი

დატვირთეთ ნაშრომი საკმარისი რაოდენობის დეტალებით, რათა ნაშრომს ჰქონდეს კვლავ განხილვის, გამოყენების, გავრცობის საშუალება. უკვე გამოქვეყნებული მეთოდები წყაროს სახით უნდა იქნას მითითებული: მხოლოდ რელევანტური მოდიფიკაციები უნდა იქნას აღწერილი. მათ შორის უნდა იყოს მონაცემთა ანალიზის ქვეპარაგრაფი, სადაც თქვენ აღწერთ, რა სახის ანალიზს გააკეთებთ კონკრეტული ჰიპოთეზის შესამოწმებლად და რომელი შედეგი იქნება ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი/მხარდასაჭერი. ეს პარაგრაფი ჰიპოთეზას უნდა შეიცავდეს.

თეორია/კალკულაცია

თეორიის პარაგრაფში სტატიის ბექგრაუნდი გაშლილი უნდა იყოს და არა გამეორებული ის, რაც შესავალში უკვე იყო მოცემული. გარდა ამისა, ის შემდგომი სამუშაოებისთვის საფუძველს უნდა ამზადებდეს.განსაზღვრას. ამისგან განსხვავებით, კალკულაციის პარაგრაფი წარმოადგენს თეორიული ბაზისის პრაქტიკულ განვითარებას.

შედეგები

შედეგები უნდა იყოს ნათელი და მოკლე. დაალაგეთ ეს პარაგრაფი ჰიპოთეზების მიხედვით. შედეგებს აქ არ განიხილავთ: იხ. განხილვის პარაგრაფი.

განხილვა

ეს პარაგრაფი უნდა იკვლევდეს ნაშრომის შედეგების მნიშვნელობას და არ იმეორებდეს მათ. ზოგჯერ შედეგების და განხილვის პარაგრაფების გაერთიანება მისაღებია. თავი აარიდეთ ვრცელ ციტატებსა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიმოხილვას.


დასკვნები

ნაშრომის მთავარი დასკვნები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს დასკვნის პარაგრაფში, რომელიც შეიძლება ან ცალკე პარაგრაფად იყოს წარმოდგენილი, ან ქვეპარაგრაფის სახით შედეგების და განხილვის პარაგრაფში.


დანართი

თუ არის ერთზე მეტი დანართი, ისინი უნდა განსაზღვროს, როგორც ა,ბ, და ა.შ.


ინფორმაცია სტატიის შესახებ მთავარი გვერდისათვის

• სათაური..მოკლე და ინფორმაციული უნდა იყოს. სათაურებმა უნდა აღადგინოს ინფორმაცია. სადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილეთ აბრევიატურები და ფორმულები.
•ავტორების სახელები და ინსტიტუციები: თუ ავტორს აქვს ორი სახელი, გთხოვთ, მიუთითოთ გარკვევით. მიუთითეთ ავტორთა ინსტიტუციების ის მისამართები (სახელების ქვეშ), სადაც სამუშაო შესრულდა. ავტორის სახელის გვერდით, შესაბამის ველში, დაწერეთ ყველა საცხოვრებელი მისამართი პატარა ასოებით. მიუთითეთ სრული საფოსტო მისამართი, ქვეყანა, სადაც ცხოვრობთ და თითოეული ავტორის ელექტრონული ფოსტა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
•საკონტაქტო ავტორი: გარკვევით მიუთითეთ თუ ვინ უხელმძღვანელებს კორესპონდენციის პროცესს ნაშრომის წარდგენისა და გამოქვეყნების, ასევე მისი გამოქვეყნების შემდეგ ყველა ეტაპზე. შეამოწმეთ, რომ ტელეფონის ნომრები მითითებული იყოს ელექტრონულ ფოსტასა და სრულ საფოსტო მისამართთან ერთად. საკონტაქტო ინფორმაცია რეგულარულად უნდა განახლდეს საკონტაქტო ავტორის მიერ.
•ამჟამინდელი/მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თუ ავტორი გადავიდა სხვა საცხოვრებელ ადგილას მას შემდეგ, რაც სტატიაში წარმოდგენილი სამუშაო შესრულდა, ან თუ იმ დროისთვის ცხოვრობდა თავის მუდმივ ან იმჟამინდელ საცხოვრებელ ადგილას, ეს მითითებულ უნდა იქნეს ავტორის სახელთან, სქოლიოს სახით. მისამართი, სადაც ავტორმა შეასრულა სამუშაო, მითითებული უნდა იქნეს, როგორც ძირითადი მისამართი. ასეთი სქოლიოსთვის გამოიყენება არაბული ნუმერაცია.

აბსტრაქტი

საჭიროა მოკლე და ფაქტობრივი აბსტრაქტი (მაქსიმუმ 250 სიტყვა). აბსტრაქტი მოკლედ უნდა ეხებოდეს კვლევის მიზნებს, ძირითად შედეგებს და მთავარ დასკვნებს. ხშირად აბსტრაქტი გამოყოფილია ცალკე სტატიისგან, მას შეუძლია ცალკე იდგეს. ამიტომ, მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული, მაგრამ თუ აუცილებელია, მიუთითეთ ავტორი/ები და წელი/ები. ასევე, არასტანდარტული ან უჩვეულო აბრევიატურები თავიდან უნდა იქნეს აცილებული, მაგრამ, თუ აუცილებელია, ისინი უნდა მიეთითოს თავად აბსტრაქტში.


ჰაილაითები
ჰაილაითები ამ ჟურნალისთვის სავალდებულოა. ისინი შედგება პატარა ბულეტებისგან, რომლებიც გადმოსცემენ სტატიაში განხილული კვლევის ძირითად შედეგებს და ის წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე ფაილად ონლაინ შევსებისას. გთხოვთ გამოიყენეთ „ჰაილაითი“ ფაილის სახელად და 3 ან 5 ბულეტი. (მაქსიმუმ 85 სიმბოლო).

საკვანძო სიტყვები

აბსტრაქტის დასრულებისთანავე, დაწერეთ მაქსიმუმ 6 საკვანძო სიტყვა, ამერიკული მართლწერით და თავი აარიდეთ ზოგად და მრავლობით ტერმინებსა და კავშირებს. შეეცადეთ ასევე, არ გამოიყენოთ აბრევიატურები. მისაღებია მხოლოდ ის აბრევიატურები, რომლებიც დამკვიდრებულია შესაბამის დარგში. ეს საკვანძო სიტყვები გამოყენებული იქნება მიზნების უკეთ გამოკვეთისთვის.

აბრევიატურები

სქოლიო სტატიის პირველ გვერდზე უნდა იყოს. სქოლიოში განსაზღვრეთ აბრევიატურები, რომელებიც არასტანდარტულია ამ დარგში. აბრევიატურები, რომლებსაც აბსტრაქტში თავიდან ვერ ავიცილებთ, უნდა განისაზღვროს მათი პირველი აღნიშვნისთანავე, ისევე, როგორც სქოლიოში. დაიცავით აბრევიატურების მიმდევრობა სტატიაში.


Acknowledgements

სტატიის ბოლოს, ცალკე პარაგრაფში, შენიშვნებამდე, მადლიერება გამოხატეთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დაგეხმარნენ კვლევისას. ეს პარაგრაფი არ მიუთითოთ სქოლიოს სახით სათაურთან ან სხვაგვარად.


სქოლიო

შეეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ სქოლიო. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ის ტექსტში ჩაწერეთ, სხვა შემთხვევაში გამორიცხეთ. სქოლიო დანომრეთ არაბული ციფრებით თანმიმდევრულად. ტექსტის დამუშავების პროგრამების უმეტესობა აკეთებს სქოილიოებს ტექსტში, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს. სხვა შემთხვევაში განსაზღვრეთ სქოლიოს ადგილი ტექსტში და მიუთითეთ სქოლიოები ცალკე სტატიის ბოლოს. არ მიუთითოთ სქოლიო შენიშვნების სიაში.

ილუსტრაციები
ელექტრონული ილუსტრაციები
ზოგადი ინფორმაცია

• გამოიყენეთ თქვენი ილუსტრაციისთვის შესაბამისი ასოთა წყობა და ზომა.
• თუ აპლიკაცია იძლევა შესაძლებლობას, ჩასვით გამოყენებული შრიფტები.
• თქვენს ილუსტრაციებში გამოიყენეთ შემდეგი შრიფტები: Arial, Courier, Times New
Roman, Symbol, ან სხვა მსგავსი.
• დანომრეთ ილუსტრაციები თანმიმდევრულად.
• გამოიყენეთ სახელდების კონვენცია , რომელიც რელევანტურია თქვენი
ილუსტრაციებისთვის.
• ცალ-ცალკე გაუკეთეთ ილუსტრაციებს წარწერები.
• ილუსტრაციები უნდა იყოს ნაბეჭდი ვერსიის ზომისა.
• ატვირტეთ თითოეული ილუსტრაცია ცალკე ფაილად.


წარწერების ფორმა
დარწმუნდით, რომ თითოეულ ილუსტრაციას აქვს წარწერა. წარწერები დაწერეთ ცალკე და არა ილუსტრაციაზე. წარწერა უნდა შეიცავდეს სათაურს და მოკლე აღწერას. გააკეთეთ მოკლე წარწერა, მაგრამ განმარტეთ ყველა გამოყენებული სიმბოლო და აბრევიატურა.


ცხრილები
ტექსტში გამოყენებული ცხრილები თანმიმდევრულად დანომრეთ. სქოლიო ჩასვით ცხრილების ქვემოთ პატარა ასოებით. თავი აარიდეთ ვერტიკალურ მწკრივებს. ეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ ცხრილები და ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხრილებში წარმოდგენილი მონაცემები არ იმეორებდეს სტატიის სხვა პარაგრაფებში აღწერილ შედეგებს.


წყაროები

ციტატები ტექსტში
გაითვალისწინეთ, რომ ყველა წყარო, რომელიც მოყვანილია ტექსტში, ასევე მითითებულია წყაროთა ჩამონათვალშიც და პირიქით. აბსტრაქტში ციტირებული ნებისმიერი წყარო სრულად უნდა მიეთითოს. გამოუქვეყნებელი შედეგები და პირადი კავშირები არ არის რეკომენდირებული იყოს წყაროთა ჩამონათვალში, მაგრამ შეიძლება აღნიშნული იყოს ტექსტში. თუ კი ეს წყაროები მითითებულია წყაროთა ჩამონათვალში, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალში წყაროთა მითითების სტანდარტულ სტილს და უნდა შეიცვალოს გამოქვეყნების თარიღი სათაურით „გამოუქვეყნებელი შედეგები“ ან „პირადი კავშირები“. წყაროში აღნიშნული ციტატა - „ბეჭდვაში“ ნიშნავს, რომ ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მიღებულია.


ინტერნეტ წყაროები

როგორც მინიმუმ, მთლიანი URL უნდა იქნეს მოცემული და თარიღი, როდესაც ბოლოჯერ იყო ხელმისაწვდომი. სხვა დამატებითი ინფორმაციაც, თუ ცნობილია, ასევე უნდა მიეთითოს (მაგალითად, ავტორთა სახელები, თარიღები, პუბლიკაციის წყარო და აშ.) შესაძლებელია ინტერნეტ წყაროები წყაროთა ჩამონათვალში შევიდეს ან მათი ცალკე ჩამონათვალი გაკეთდეს (მაგალითად, წყაროთა ჩამონათვალის შემდეგ) სხვადასხვა სათაურით.

წყაროს მითითება სპეციალურ გამოცემაში

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ წყაროთა ჩამონათვალში, ნებისმიერ წყაროზე (და ტექსტში ნებისმიერ ციტატაზე) მითითებული იყოს სიტყვები: „ეს გამოცემა“... ეს ეხება სხვა სტატიებსაც იმავე სპეციალურ გამოცემაში.

მითითების სტილი

ტექსტი: ტექსტში ცტატები უნდა იცავდეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოყენებულ სტილს. თქვენ შეგიძლიათ ამ წესებს გაეცნოთ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სახელმძღვანელოში, მეექვსე გამოცემაში:
ISBN 978-1-4338-0561-5, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ საიტიდან http://books.apa.org/books.cfm?id=4200067 or APA Order Dept., P.O.B. 2710, Hyattsville, MD 20784, USA or APA, 3 Henrietta Street, London, WC3E 8LU, UK.


წარსადგენი სია

ეს სია დაგეხმარებათ სტატიის საბოლოო გადამოწმების დროს, სანამ ჟურნალს გადაუგზავნით განხილვისთვის. გთხოვთ, გადახედოთ ამ ავტორის გზამკვლევს რიგი საკითხების დეტალური გადამოწმებისთვის.


გადაამოწმეთ გაქვთ თუ არა შემდეგი პუნქტები :

ერთ-ერთი ავტორი აღნიშნული უნდა იყოს, როგორც საკონტაქტო ავტორი დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით :
• ელ. ფოსტის მისამართი
• სრული საფოსტო მისამართი
• ტელეფონის ნომრები
ყველა საჭირო ფაილი ატვირთულია და შეიცავს:
• საკვანძო სიტყვებს
• ყველა დოკუმენტის სათაურს
• ყველა ცხრილს (სათაურის, შინაარსის და სქოლიოს ჩათვლით)
სხვა საკითხები
• ხელნაწერის მართლწერა და გრამატიკა შემოწმებულია
• ყველა წყარო, რომელიც წყაროთა ჩამონათვალშია, ასევე მითითებულია ტექსტში და პირიქით
•სხვა წყაროებიდან (ინტერნეტის ჩათვლით) საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენებაზე მიღებულია ნებართვა.
• ფერად ილუსტრაციებზე ნთლად არის მითიტებული, რომ ის გამიზნულია საიტზე ფერადი რეპროდუცირებისთვის ან ფერადი ან შავ-თეტრი ბეჭვდისთვის.
•საიტზე სურათის მხოლოდ ერთ ფერში მოთხოვნის შემთხვევაში, შავ-ტეთრი ვერსიებიც მისაღებია ბეჭდვისთვის.

ნაშრომის განხილვა

მულტილინგვური განათლების საერთაშორისო ჟურნალი სტატიის განხილვისთვის იყენებს ორმაგ ბრმა გადამოწმებას, სადაც ორივე - განმხილველიც და ავტორიც ანონიმურები რჩება მთელი პროცესის განმავლობაში. ავტორებმა უნდა ამოიღონ ნებისმიერი პირადი წყარო თავიანთი წინა ნაშრომებისა, იმისათვის რომ დარწმუნდნენ , რომ განხილვის პროცესი არის ორმაგად ბრმა.


მტკიცებულებები

მტკიცებულებების ერთი გვერდი (როგორცPDF ფაილები) გაეგზავნება საკონტაქტო ავტორს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (თუ არ გვაქვს ელექტრონული ფოსტის მისამართი, მაშინ ფოსტით გაიგზავნება) ან ელექტრონულ ფოსტაში მითითებული იქნება ლინკი, საიდანაც ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გადმოწერონ ფაილები.

გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:

 ტექსტში მიეთითება ავტორი, წელი და გვერდი ქართულად. (აბედი, 2004, გვ. 32) 

დამოწმებული ლიტეტატურაში მონოგრაფიის/წიგნის მითითების წესი: 

მიგუელი - MIGUEL., GS., 2004, Contested Policy: The Rise and Fall of Federal Bilingual Education in the United States 1960-2001. Denton, Texas: University of North Texas Press. კროუფორდი - CROWFORD. J., 2004, Education English Learners: Language Diversity in the Classroom. Los Angeles: Bilingual Education Services. 

სახელმძღვანელოდან აღებული სტატიის მითითების წესი:

 მაკარტი - McCARTY, T.L & WATAHOMIGE, L.J., 1999, Indigenous community-based language education in the USA. In S. MAY  (ed.), Indigenous Community – Based Education. Clevedon: Multilingual Matters. 

სტატიის მითითების წესი: 

აბედი - ABEDI, J., 2004, The No Child Left Behind Act and English language learners: Assessment and accountability issues. Education Researcher  31 (1), 4-14. აბედი, ჰობსტერი, ლორდი - ABEDI, J., HOFSTETTER, C.H & LORD, C., 2004, Assessment accommodation for English language learners: Implication for policy – based empirical research. Review of Educational Research 74 (1), 1028.

 

 

  • ეკატერინა პროტასოვა
  • ოლივიე მენცი
  • იოსტ გიპერტი
  • ვილია თარგამაძე
  • ილზე კანგრო
  • ვიქტორია იაშიკინა
  • ირინა ლოსიევა
  • ნათელა იმედაძე
  • რამაზ ქურდაძე
  • მზია წერეთელი
  • რონდა სოფერი
  • მერაბ ბერიძე